მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა საკითხი საინტერესო აქტივობების საშუალებით შეიმეცნონ.
ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა, ბუნების პედაგოგ გულნარა სურმანიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია გამართეს.
აღნიშნული პრეზენტაციის თემა წყლის წრებრუნვა გახლდათ. მის ფარგლებში, მეოთხეკლასელებმა საკუთარი ნახატებით გადმოსცეს, თუ როგორ აღიქვეს და გაიაზრეს წყლის ბრუნვა დედამიწაზე.
აქტივობის მიზანი აღქმა, გაგება და გააზრება გახლდათ.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება