მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის ნიჭიერ, მოტივირებულ მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოებისთვის სიამაყის მიზეზი არაერთხელ მიუციათ.
ამჯერადაც, სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.
2024 წლის 11 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2024-2025 წლების ფარგლებში, ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, დაბა ხულოს საჯარო სკოლის ბაზაზე ფრენბურთში გოგონათა მუნიციპალური თამაშები ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ გოგონათა გუნდები ხულოს საჯარო და კერძო სკოლებიდან.
დაძაბული და შთამბეჭდავი თამაშების შედეგად, მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ყველა თამაშში უპირატესობა აჩვენა.
ოლიმპიადის შემდეგ, სკოლაში, საზეიმო ვითარებაში, ტუნაძეების საჯარო სკოლის გამარჯვებულ გოგონათა გუნდის წევრებს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, რაც მათი მონდომებისა და შრომის დაფასების სიმბოლოა.
„ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდის ტრიუმფი! ოლიმპიადა გამორჩეული იყო სპორტული სულისკვეთებითა და გუნდური ერთიანობით.
გულწრფელად ვულოცავთ ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდს ამ შესანიშნავ წარმატებას!
თქვენ დაამტკიცეთ, რომ შრომა, მონდომება და გუნდური სულისკვეთება წარმატების მიღწევის მთავარი ძალაა. ეს გამარჯვება მხოლოდ თქვენი გუნდის კი არა, მთლიანი სკოლის საამაყო შედეგია. გისურვებთ, რომ მომავალშიც არაერთხელ გვასახელოთ თქვენი წარმატებებით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება