მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებზე აისახება.
წყალტუბოში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში, ვაჟებს შორის, სადაც გამარჯვებული გახდა მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი.
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ გათამაშებაში და დაიცავენ ქალაქის სახელს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება