მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობა წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტულ ღონისძიებებს.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა შიდასასკოლო ჩემპიონატი - კალათბურთში (სპორტის პედაგოგები - დავით უნგიაძე და ნინო ცომაია).
საკალათბურთო შეხვედრა გაიმართა გიმნაზიის უფროსკლასელებს შორის.
ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა კი აქტიურად და დიდი შემართებით იასპარეზეს. ღონისძიების ბოლოს გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
სერტიფიკატები გადაეცათ მეორე ადგილზე გასულ მე-7ბ კლასს და პირველ ადგილზე გასულ მე-8 კლასის მოსწავლეებს. გუნდის წევრები არიან - ნიკოლოზ სამხარაძე, ლაშა ქობალია, საბა კუჭაშვილი, რატი თეგეტაშვილი, ალექსანდრე გაბუნია.
ასევე, როგორც საუკეთესო მოთამაშეს სიგელი გადაეცა ლაშა ქობალიას.
„️გიმნაზია ულოცავს გამარჯვებას მოსწავლეებს და მუდამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას უსურვებს მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...