მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - მზია ვაშალომიძე უძღვება. ის სასკოლო საზოგადოების უდიდესი პატივისცემით სარგებლობს.
ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ მას მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს. მზია ვაშალომიძეს მოწაფეებმა თვალების დახუჭვა სთხოვეს და მაგიდაზე ტკბილეული დაულაგეს.
როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მას ეს სითბო და სიყვარული დიდხანს გაჰყვება.
„თვალები დახუჭეთო მთხოვეს... გამიკვირდა, მაგრამ მაინც დავიხუჭე, დახუჭობანას თამაში და ლაღი ბავშვობა მომაგონდა! ჩემი ტკბილი ბავშვები! რამდენ ხანს გამყვება ეს სითბო და სიყვარული... ბედნიერებაა მასწავლებლობა, გმადლობთ ჩემო სიყვარულებო“,- წერს მზია ვაშალომიძე.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება