მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ წარმოადგინა სასწავლო პროექტი - „გეომეტრიული ფიგურები მშვენიერების სრულყოფილი ნიმუშები“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის და ინტერესის გაზრდა გეომეტრიისადმი, გეომეტრიული ფიგურების სიღრმისეული შესწავლა, ჩვენს გარშემო არსებული საგნების ფორმებზე დაკვირვება, სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება.
პროექტი პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა, რომ გეომეტრიული თვისებები ყველა საგანს აქვს და უცხო ფიგურის აღქმა პირდაპირაა დამოკიდებული არა ფერთა გამაზე, დიზაინსა და სტილზე, არამედ ამ სივრცის გეომეტრიაზე. ამიტომ გეომეტრია ყველა სფეროში გამოიყენება.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, საკითხში ცოდნა გაიღრმავეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება