მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს მათემატიკის კათედრასთან არსებული, კლუბი - „არითმეტიკოსი“.
ამჯერად, წევრთა მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კლუბის კურატორმა, გურამ ბოლქვაძემ წინა შეხვედრის დროს კლუბის წევრებს შეახსენა სამუშაო გეგმა და სთხოვა მოემზადებინათ თემები, შესახებ: „ვინ უკეთ ვიცით მათემატიკა“.
კლუბის წევრებს შორის ინდივიდუალური კონკურსი გაიმართა.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
I ადგილი - მე-11კლასის მოსწავლე ბაკურ ბოლქვაძე;
II ადგილი - მე-9 კლასის მოსწავლე ლიკა ცეცხლაძე;
III ადგილი - მე-5 კლასის მოსწავლე ნინი შავაძე.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციისაგან გადაეცა სიგელები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება