მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-101 და მე-102 კლასების მოსწავლეებმა გეოგრაფიაში პროექტი მოამზადეს.
მათ ყურადღება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისა და მეხუთეული დარგების შესახებ გაამახვილეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს და განავრცეს რატომ ხდება ინდუსტრიული რევოლუციები, რა განაპირობებს ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკურ-ეკონომიკურ პოტენციალს.
მათვე საინტერესეოდ ისაუბრეს, რას მოიცავს მაღალტექნოლოგიური დარგები და ახალი ეკონომიკური საქმიანობები. აქტივობისას გამოყვეს, რას ნიშნავს ინოვაცია, ნანოტექნოლოგია, ციფრული ეკონომიკა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ფოტო და ვიდეო სლაიდები მოამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი წარმატებით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება