სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

თამაში ფლეისთეიშენისთვის, წიგნი, სუვენირი - რას ჩუქნიან მოსწავლეები ერთმანეთს „სეკრეტ სანტას“ თამაშისას?
21-12-2024
-
+


რამდენიმე წელია, რაც საქართველოს სკოლებში შობა-ახალი წლის პერიოდში „იდუმალ სანტას“ თამაშობენ. მასში შესაძლოა, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებებიც მონაწილეობდნენ

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პედაგოგი თამაშისთვის ერთგვარ წესებსაც ადგენს, რომლის მიხედვითაც იმ თანხის მაქსიმუმია განსაზღვრული, რაც შეიძლება საჩუქარში დაიხარჯოს. 

მოსწავლეების ფანტაზია კი უსაზღვროა. ისინი საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ. საკითხზე მათ etaloni.ge-სთან ისაუბრეს - გაგვიმხილეს, როგორ ემზადებიან თამაშისთვის და კლასელს რა უნდა აჩუქონ.

მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზი გამოწვევის წინაშეა. მას თამაშში კლასელი გოგო ამოუვიდა, არ იცის რა აჩუქოს... რჩევა დედას და დეიდასაც კი ჰკითხა. 

„თამაშში წელს ისეთი გოგო ამომივიდა, რომელსაც არ ვიცი რა შეიძლება ვაჩუქო. ამიტომ, რჩევა დედაჩემსა და დეიდაჩემს ვკითხე. ვფიქრობ, სათამაშო ან სუვენირი ვაჩუქო. ვიცი, რომ „ჰარი პოტერი“ უყვარს და რამეს თემატურს ვუყიდი. თამაშის წესებიც გვაქვს, 30 ლარზე მეტი არ უნდა დავხარჯოთ. საჩუქრები 23-ში უნდა გავცვალოთ, მანამდე ტკბილეულს ვდებთ ხოლმე მერხებზე. დღეს მეც წავიღე ჩემი ადრესატისთვის“,- გვიყვება ნიკოლოზი. 

სალომემ კი, ისევ იმ ბიჭს უნდა აჩუქოს საჩუქარი, ვისი „სანტაც“ შარშან იყო და როგორც გვიყვება, გასულ წელს ადრესატი ძალიან გაუხარებია. უნდა, რომ წელსაც რაიმე ორიგინალური მოიფიქროს. 

„სახელების გათამაშებამდე, მასწავლებელმა წესები შეიმუშავა და გვითხრა, რომ საჩუქრებში მაქსიმუმ 20 ლარი უნდა დაგვეხარჯა. მე უცნაური რაღაც დამემართა, შარშანაც ამ ბიჭის სანტა ვიყავი და წელსაც იგივე ამომივიდა. გასულ წელს საჩუქარი ძალიან გაუხარდა და წელს ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, ისევ მინდა, რომ გავახარო. ჯერჯერობით, მართლა არ ვიცი, რას ვაჩუქებ, ალბათ რამე მისთვის დამახასიათებელს. ერთადერთი რაც ვიფიქრე, დურაგი მოსწონს და შეიძლება სხვადასხვა ფერი ვაჩუქო“,- ამბობს მე-10 კლასის მოსწავლე სალომე. 

ანის კლასში კი, „სეკრეტ სანტას“ მასწავლებელიც თამაშობს. 

სეკრეტ სანტას თამაში ძალიან მიყვარს. კლასში თითქმის ყოველ წელს ვთამაშობთ. წინა თამაშზე მასწავლებელი ამომივიდა, წელს - ჩემი უახლოესი მეგობარი. ჩემს მეგობარს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და შესაბამისად, ვფიქრობ, წიგნს და ლამაზ კალამს ვაჩუქებ. რომელ წიგნს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო დეტექტივს“- ამბობს ანი. 

ლუკას თქმით, საქმე მასთანაც მარტივადაა, რადგან ზუსტად იცის, ყველაზე მეტად თავის ძმაკაცს რა გაუხარდება. 

სეკრეტ სანტაში ჩემი ძმაკაცი ამომივიდა, ამ ბიჭთან ერთად კალათბურთზეც დავდივარ. მგონი, მარტივი იქნება, რადგან ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად რა გაუხარდება. ფლეისთეიშენი აქვს და მინდა, რომ ის თამაში ვუყიდო, რომელზეც ბოლო დროს ლაპარაკობს. ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე მეტად ეს გაუხარდება, მაგრამ შეიძლება სხვა რამეც მოვიფიქრო. გამიხარდა, ჩემი ძმაკაცი რომ ამომივიდა. შარშან გოგოს სანტა ვიყავი და მუსიკალური ბალერინა და სხვადასხვა სუვენირი ვაჩუქე. ჩემი სანტა კი, იმ დღეს არ მოვიდა და საჩუქარი დაგვიანებით მივიღე“,- ამბობს მეცხრეკლასელი ლუკა. 

როგორც ჩანს, მოსწავლეთა საჩუქრები მრავალფეროვანი იქნება - დაწყებული წიგნით და დამთავრებული ფლეისთეიშენის თამაშით. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება