სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ ალაგებენ საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ?
31-12-2024
-
+


ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ახალი წლის დღესასწაული ერთ-ერთი გამორჩეული იმითაც არის, რომ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს ვყიდულობთ. 

მართლაც, ალბათ, ბევრს უნახავს, როგორ სიხარულსა და ბედნიერებას ასხივებს ადამიანი, რომელმაც მისთვის განკუთვნილი საჩუქარი უნდა გახსნას. ზოგიერთი მათგანი ახალ წლამდე ვერც ითმენს ხოლმე და ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქრის დაჟინებული მზერით ამოცნობას, ოჯახის წევრებისა თუ ახლობელი ადამიანების „დაკითხვას“ ან სულაც შეუმჩნევლად გახსნას ცდილობს.  

საახალწლოდ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ იდება, თუმცა ცოტამ შეიძლება იცოდეს თუ საიდან მოდის ეს ჩვეულება. ამის გასაგებად კი, ისტორიის ლაბირინთებს უნდა ჩავუყვეთ. 

მარადმწვანე ხეების, გვირგვინებისა და გირლანდების მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ გამოყენება ძველი ეგვიპტელების, ჩინელებისა და ებრაელების ჩვეულება იყო. ხეების თაყვანისცემა წარმართ ევროპელებს შორისაც გავრცელებული იყო და გარკვეული დატვირთვა ქრისტიანობის მიღების შემდეგაც შეინარჩუნა. 

საშობაოდ, საჩუქრის ჩუქების ტრადიცია სათავეს გერმანიაში, მე-16 საუკუნიდან იღებს. მაშინ ხეებს ტკბილეულითა და სათამაშოებით ამშვენებდნენ. ბავშვებს კი, შობის დღეს, მათი მირთმევის უფლება ჰქონდათ.

მნიშვნელოვანია დედოფალ ვიქტორიას გავლენა: ამ ჩვეულებამ საერთაშორისო აღიარება მაშინ მოიპოვა, როდესაც ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ, მისი გერმანელი წარმოშობის ქმრის, პრინც ალბერტის გავლენით, ნაძვის ხე უინძორის ციხესიმაგრეში დადგა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში კი, ხის ირგვლივ საჩუქრები დაიდო.

თანდათანობით, კულტურებისა და ტრადიციების ერთგვარმა შერწყმამ, საშობაო საჩუქრების ხის ქვეშ განთავსება მსოფლიოში მიღებულ ჩვეულებად აქცია. დღესდღეობით, თითოეული საჩუქარი სიყვარულის, ზრუნვისა და კეთილგანწყობის სიმბოლოა. 

არსებობს საშობაო საჩუქრების მაგია. მოციმციმე ნაძვის ხის ქვეშ, ფერად, მბზინავ შესაფუთ ქაღალდში მოთავსებული საჩუქრები ადამიანებისთვის სიხარულის წყაროა. მანამდე კი არის მოლოდინი, რომელიც ხშირად იმაზე ამაღელვებელია, ვიდრე თვითონ საჩუქრის მიღება. 

ყველაფერი კი, საჩუქრის სწორად შერჩევით იწყება. ამ დროს, მთავარია, რომ ადრესატის ინტერესები და გემოვნება გაითვალისწინოთ. ამას კი თან ახლავს იმაზე ფიქრი, რამდენად მოეწონებათ საჩუქარი და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თუ არა. საბოლოოდ კი, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საჩუქრით გაოცებული და კმაყოფილი ადამიანის სახეს უყურებ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება