მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები კი ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერება აიმაღლონ.
ამჯერად, მე-91 კლასში პროექტი - „ნაადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები“ ჩატარდა.
პროექტის მიზანი იძულებითი და ნებაყოფილებითი ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო.
პროექტის ფარგლებში, ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და მავნე შედეგების შესახებ ისაუბრეს. აქტივობებს ბიოლოგიის პედაგოგი ნათია ხონელიძე უძღვებოდა.
„საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას. ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, განათლების შეწყვეტა და სხვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარი, წლების განმავლობაში, შეუძლებელი, ტაბუ დადებული იყო. ფიქრობდნენ, რომ შიში და სიმკაცრე მოზარდებს მორალურად გაწონასწორებულ და თვითშეგნებულ თვისებებს ჩამოუყალიბებდა. მაგრამ აღმოვჩნდით იმედგაცრუებულნი, ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრონ ამ დაავადებების გამომწვევ რისკებსა თუ შედეგებზე“,- წერს ბიოლოგიის პედაგოგი ნათია ხონელიძე.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება