სიახლეები
სკოლები

რაქვთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
17-12-2024
-
+


თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელშიც VIII - XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს, რომლებიც მონიტორზეც ჩანდა, მონდომებით პასუხობდნენ. შეკითხვები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებზე იყო დაფუძნებული.

თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა და მასში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. მესამე, ფინალურ ეტაპზე ჟიურიმ პირველადგილოსანი გუნდი - Royal Einstain გამოავლინა.

გამარჯვებული გუნდის წევრებს, სკოლის სახელით, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ამა თუ იმ საკითხში ცოდნა გაიღრმავეს, აიმაღლეს ინტელექტი და მოტივაცია. სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ავტორსა და ორგანიზატორს, ინგლისური ენის მასწავლებელს - ელენე გაბედავას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო 

ვიდეო 

 





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება