მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მინი ლექცია გაიმართა, რომელიც დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გახსენებას მიეძღვნა.
ლექციის ფარგლებში, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მთავარი თემები და პოეზიის ეროვნული მნიშვნელობა შეიმეცნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ყურადღება პოეტის მოტივებს დაეთმო, რომლებიც სიყვარულს, ბუნების მშვენიერებასა და საქართველოს კულტურულ ღირებულებებს გამოხატავს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის ცნობილი ლექსები წაიკითხეს, რაც კიდევ უფრო ამაღელვებელი და შთამაგონებელი აღმოჩნდა.
„თითოეული ლექსი განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით წაიკითხეს მოსწავლეებმა, რაც ნათლად ასახავდა პოეტის ნამუშევრებისადმი პატივისცემასა და მოწონებას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ანა კალანდაძის როლი ქართული ლიტერატურისა და კულტურის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში.
მსგავსი აქტივობები სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, უკეთ გააცნობიერონ და დააფასონ ქართული კულტურის მემკვიდრეობა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.