მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე წარმატებით აისახება.
15 დეკემბერს, ქალაქ სენაკში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინალი, სადაც სკოლის გუნდმა - „ჯვაროსნებმა“ 1-ელი ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქულების ჯამური რაოდენობით გუნდი „ჯვაროსნები“ საქართველოს მასშტაბით მე-4 ადგილზეა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მოსწავლეებს და ძალიან გვიხარია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება