სიახლეები
სკოლები

რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნახატები „გააცოცხლეს“
17-12-2024
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მიდგომებსა და მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, რუსთავის N23 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - თამთა შათირიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი – „გააცოცხლე ნახატი“.

მოსწავლეებმა სცადეს მოერგოთ ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი პერსონაჟების როლი და გაეცოცხლებინათ ნახატი. ისინი არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და მაქსიმალურად გადმოსცეს ამა თუ იმ გმირის ხასიათი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლა-სწავლების პროცესს სხვადასხვა როლური თამაშები სახალისოს ქმნის და რაც მთავარია, ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება