მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს გაეცნენ.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნათია ცივაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს თემაზე - „სწრაფი რეაგირება პირველადი დახმარების შემთხვევაში“.
პრეზენტაციის მსვლელობისას, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ტიპის ტრავმის, კერძოდ, წაქცევის შედეგად სისხლდენის, ხელისა და ფეხის მოტეხილობის შემთხვევაში.
პრეზენტაციის თეორიული ნაწილის პარალელურად ხდებოდა სიტუაციის წარმოდგენა და პრაქტიკული რჩევების მიცემა, რითაც საკითხი უფრო საინტერესო და აღქმადი გახადეს.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლე-მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებენ მათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება