სიახლეები
სკოლები

„საშობაო ზღაპარი“ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია
18-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საშობაო-საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. 

ახლახან, გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გამართეს ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია - „საშობაო ზღაპარი“.

მოსწავლეებმა, კომპოზიციის მეორე ნაწილში, ინგლისურად წარმოადგინეს საშობაო სიმღერა და სიმბოლოები, რითაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს მაღალ, პროფესიულ დონეზე მომზადებული სააშობაო-საახალწლო ღონისძიება (ინგლისურის ენის პედაგოგი ნათია მიქაძე).

გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, საშობაო საახალწლო წარმოდგენას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი - ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების სკოლის მენეჯერები - თამილა ფოლადიშვილი და ნინო ცეცხლაძე.

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, ინგლისური ენის პედაგოგს და მოსწავლეებს საინტერესო წარმოდგენისათვის, ასევე მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება