მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგ კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო ნარჩენების გადამუშავებისა და დახარისხების მნიშვნელობის გააზრება.
მოსწავლეებმა საკითხი ღრმად შეისწავლეს, მსოფლიო პრაქტიკა მოიძიეს და ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„გარემოს დაცვის საკითხი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბავშვებს ბავშვობიდანვე უნდა გავაცნოთ ეს საკითხები და მოვუწოდებთ მათ პატივისცემით მოეპყრონ ბუნებას და გარემოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხახს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.