სიახლეები


წალენჯიხის N4 სკოლის ინგლისური ენის კლუბში ფილმის ჩვენება-განხილვა გაიმართა 
18-12-2024
-
+


ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას ხარისხიანად და სიღრმისეულად სწავლობენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ინგლისური ენის კლუბი Speaking Star, რომლის წევრები საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი.

კლუბის ფარგლებში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

კლუბის წევრებმა ერთად უყურეს ფილმს - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ და შემდეგ განიხილეს ფილმში განვითარებული მოვლენები.

შეხვედრა მოიცავდა საინტერესო აქტივობებს, რომლებიც მიმართული იყო საუბრის უნარების განვითარებაზე.

გაიმართა დისკუსია: კლუბის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პერსონაჟებზე, სიუჟეტის განვითარებასა და ჯადოსნურ სამყაროზე.

შემდეგი აქტივიბის მიზანი კი იყო სიტყვათა მარაგის გაღრმავება: შეხვედრის ბოლოს, წევრებმა ფილმიდან ნასწავლი ახალი სიტყვები და გამოთქმები გაიმეორეს.

„კლუბის ეს შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო როგორც ინგლისური ენის პრაქტიკისთვის, ისე ჯადოსნური სამყაროს აღმოჩენისთვის!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

კლუბის ხელმძღვანელი სალომე ზარქუა გახლავთ, აქტივობაში აქტიურა მონაწილეობდა მოხალისე ეკა კვარაცხელია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება