მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ნიკა კუტალაძის სპორტული წარმატება იზეიმეს.
1-ელ დეკემბერს, ქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, კიკ-ბოქსინგში K-1 წესებით, ურეკის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა კუტალაძემ დაიკავა პირველი ადგილი, 62 კგ კატეგორიაში, და ჩემპიონის ქამრით დაბრუნდა სამშობლოში.
სკოლაში მოსწავლეს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, მიულოცეს გამარჯვება და მხურვალე აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დააჯილდოვეს.
„ვულოცავთ, ნიკას გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს უსურვებენ მომავალშიც არაერთხელ ასახელოს, როგორც სკოლა, ისე სოფელი და სრულიად საქართველო.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება