TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„ასეთ გმირებზე დგას საქართველო“ - შთამბეჭდავი ლიტერატურულ-ისტორიული ღონისძიება თბილისის N178 საჯარო სკოლაში
19-12-2024
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

13 დეკემბერს, სკოლაში, სასკოლო პროექტის ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ლიტერატურულ-ისტორიული ღონისძიება - „ასეთ გმირებზე დგას საქართველო“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული ღირებულებების, ფასეულობების განმტკიცება, სოციო-ემოციური, შემოქმედებითი  უნარების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ფუნქციონირებს „ღირებულებითი განათლების კლუბი“, სკოლაში კლუბი დაარსდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით.

„XXI საუკუნის ახალგაზრდა თაობებისათვის უმნიშვნელოვანესია იმ ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბება, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში უნერგავდნენ დედები შვილებს. „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“ გვიანდერძა დიდმა ილიამ. მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბება თითოეული პედაგოგის მოვალეობაა. მოსწავლეებმა გვამოგზაურეს ისტორიულ წარსულში და გაიხსენეს ის დიდი წინაპრები, რომელთაც საკუთარი თავდადების მაგალითზე შეგვინარჩუნეს ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცნობიერება“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა  მოირგეს ისტორიული გმირების როლები.

„მემატიანე ქრონოლოგიურად გვახსენებდა იმ მნიშვნელოვან მოღვაწეებს, რომლებიც ქნიდნენ ისტორიას: მირიან მეფე, ვახტანგ გორგასალი, აშოტ კურაპალატი, გრიგოლ ხანძთელი, დავით კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე მეფე, გიორგი III, თამარ მეფე, მოღვაწეები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებოდნენ: ხმლით, სიტყვით, კალმით, საჭრეთლით. ასევე, ისტორიული ამბების გადმოცემის დროს ჩართული იყო: ისტორიული სიტყვები, პოეზია, თეატრალიზებული სცენები, მუსიკალური გაფორმებითა და საგალობლებით, შესრულდა  ცეკვა „სამაია“,- დასძენენ სკოლაში. 

მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, შალვა და ივანე ახალციხელების და ცოტნე დადიანის გმირობა, გიორგი ბრწყინვალე, თევდორე კველთელი, იოთამ ზედგენიძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

ეპოქები ენაცვლებოდა ერთმანეთს და მემატიანე აღნიშნავდა, თუ რამდენად ძლიერი და გაუტეხელი იყო ეროვნული სულისკვეთება, ყვებოდნენ ბავშვები ყველას გმირობისა და თავდადების ისტორიას. არ გამორჩენიათ გმირი ქართველი ქალები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან: ანი კუდუხაშვილი,  მწერალთა კავშირიდან: გივი ჩიღვინაძე და მაკა სეფაშვილი, სასულირო პირები საპატრიარქოდან: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, მამა დავით გელბახიანი და მამა გიორგი ფოცხიშვილი.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ელისაბედ თანდილაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება