მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მესამეკლასელებმა კოსმოსში „იმოგზაურეს“. ბავშვებმა პლანეტების, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების როლი შვიდფერა ყვავილის დახმარებით მოირგეს.
„მათ მოიარეს კოსმოსი და ისაუბრეს ჩვენი გალაქტიკის შესახებ. პლანეტები ინგლისურადაც კი აალაპარაკეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ცოდნასთან ერთად, შემოქმედებითი უნარებიც წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
„პატარების მოგზაურობამ საინტერესოდ და შემოქმედებითად ჩაიარა. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს“, - ამბობენ სკოლაში.
აღნიშნულ აქტივობას კლასის დამრიგებელი დალი ხმალაძე და ინგლისური ენის პედაგოგი სოფიო მეტრეველი ხელმძღვანელობდნენ.
მსგავსი ორიგინალური ღონისძიებები და გაკვეთილები ბავშვებს განწყობას, მოტიცავიას კიდევ უფრო ამაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.