მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო პროექტი, აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, VII-XII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელ ქეთევან ნადირაშვილისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საგანმანათლებლო პროექტი: „10 გლობალური პრობლემა, რომლებიც შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიებმა გადაჭრას“.
პროექტის მიზანი იყო:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე. პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, პლაკატები და პოსტერები, რომლებშიც დეტალურად აღწერეს, როგორ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგია გლობალური პრობლემების გადაწყვეტას.
მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ სოფლის ღვაწლმოსილ ექიმს - ლია ქავთარაძეს, რომელმაც მათ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და დაავადებების პრევენციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ექიმთან გამართულ ინტერვიუმ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ უფრო გაამდიდრა მოსწავლეთა ცოდნა.
მოსწავლეებმა მიიღეს ღრმა ცოდნა გლობალურ პრობლემებზე და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე.
„ბავშვებმა განივითარეს კვლევითი, კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები, შეიძინეს ცოდნა იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც დღეს და მომავალში შესაძლოა გამოიყენონ პრობლემების დასაძლევად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ასევე გააცნობიერეს პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები, პრეზენტაციები და კედლის გაზეთები.
დირექტორმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწორი გამოყენება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალური პრობლემების გადაჭრის გზაზე და მოუწოდა მოსწავლეებს, გააგრძელონ შემოქმედებითი მუშაობა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა მადლობის სიგელები გადასცა პროექტის ორგანიზატორ მასწავლებლებს, მოსწავლეებს კი წარმატებები და შემდგომი განვითარების მოტივაციის ამაღლება უსურვა.
„მოსწავლეების ჩატარებული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება და ტექნოლოგია ერთად ქმნიან პლატფორმას, სადაც მომავალ თაობას შეუძლია გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიება“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს