სიახლეები
სკოლები

„ქართველ მწერალთა სურათები ეთერის სკოლისათვის“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი 
19-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან, მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლალი მეხრიშვილის ინიციატივით, V კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საგანმანათლებლო პროექტი - „ქართველ მწერალთა სურათები ეთერის სკოლისათვის“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარება, მათ შორის:

კვლევა და ძიება – მწერალთა ბიოგრაფიებისა და ნამუშევრების შესწავლა;

შემოქმედებითი უნარები – ხელნაწერი წიგნების შექმნა;

თანამშრომლობა – ჯგუფური მუშაობა;

კომუნიკაციის უნარები – პრეზენტაციების გამართვა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართველი მწერლების ბიოგრაფიების შესახებ, წაიკითხეს მათი მოთხრობები და ლექსები. შედეგად, მათ შექმნეს ხელნაწერი წიგნები, რომლებიც მოიცავდა ბიოგრაფიულ ცნობებს, ფოტომასალას და ილუსტრაციებს.

„ასევე, მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, სადაც წარდგენილი იყო ეთერის სკოლის კედლებზე განთავსებული მწერალთა გაცრეცილი სურათები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი შექმნილი ნამუშევრები.

„ბავშვებმა საინტერესო პრეზენტაციებით გაგვიზიარეს თითოეული მწერლის ბიოგრაფია და ილუსტრაციები“, - ამბობენ სკოლაში.

პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, რომელმაც აღნიშნა მოსწავლეთა მონდომება, კრეატიულობა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.

მოსწავლეებმა განივითარეს შემოქმედებითი და კვლევითი უნარები. მათ ასევე ისწავლეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია, უფრო კარგად გაეცნენ ქართული მწერლობის მემკვიდრეობას.

„ამგვარი პროექტები ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეების პიროვნულ ზრდას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება