მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაცია სახელწოდებით - „ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“ ეხებოდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
პრეზენტაცია კლასში წარადგინა მე-10 კლასის მოსწავლემ - გიორგი მარგველანმა. მისი ხელმძღვანელი იყო მუსიკის პედაგოგი თეა მერლანი, რომელიც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო, სასწავლო.აქტივობებს.
მოსწავლემ, გია ყანჩელის მუსიკის ფონზე საინტერესოდ ისაუბრა მის ბიოგრაფიაზე.
„მან ასევე, წარადგინა გია ყანჩელის მუსიკალური გაფორმებით ქართული კინოს უკვდავი შედევრების ფრაგმენტები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პრეზენტაცია იყო საბახაობრივი და შინაარსობრივი.
სკოლის დირექტორმა, რაულ გულბანმა და პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მუსიკის პედაგოგს - თეა მერლანს და მოსწავლეს - გიორგი მარგველანს. მათ უსურვეს წარმატებები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია