მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდა, რომელმაც ხუთი სკოლა გააერთიანა.
თამაშში მონაწილეობდნენ წალკის N1, სამების, ბარეთის, განთიადისა და საბეჭისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ინტელექტუალური თამაში სამების საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი იყო:
* ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაცია;
* მოსწავლეებში კითხვის/წაკითხულის გააზრების, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
* სკოლების დამეგობრება და ხანგრძლივი თანამშრომლობა.
თამაში მეტად საინტერესოდ, კონკურენტულ გარემოში, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. ინტელექტუალურ პაექრობაში კი ბარეთის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა „ოქროს ბუ“, რომელიც ყოველ თამაშზე, გამარჯვებულ გუნდთან გადაინაცვლებს. თამაში ჩატარდება სემესტრში ერთხელ.
„ვულოცავთ, ბარეთის საჯარო სკოლას ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას ყველა მონაწილეს.
მადლობა, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის; მადლობა მონაწილე სკოლებს“,- აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები და წალკის მასშტაბით, მონაწილეობის მსურველ სკოლებს შემდეგ თამაშზე ეპატიჟებიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია