მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლეჟბადინის საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება. მოსწავლეები და მასწავლებლები მნიშვნელოვან თარიღებს უყურადღებოდ არ ტოვებენ.
სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე „თეთრი ციდან ფიფიქი ცვივა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მე–5 და მე–6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ნახატების გამოფენა „მე ვხატავ ახალ წელს“ მოაწყვეს. სკოლის დირექტორმა დურსუნ ისმაილოვმა მოწინავე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშობლები მიიპატიჟეს. მათ ლექსები წაიკითხეს და წარმოადგინეს მონტაჟი „მოვეფეროთ დედებს“.
წიგნის დღეზე მოსწავლეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ზღაპრები წაიკითხეს, შემდეგ კი მათი გმირები განასახიერეს.
14 აპრილს მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების სიმღერები. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
მოსწავლეები გასვლით ღონისძიებებსაც აქტიურად აწყობენ. მათ თბილისის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობდნენ და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში