მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება სათაურით - „ილია და საქართველო“, ჩატარდა, რომელშიც ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის შესახებ საინტერესო პოსტერი და კედლის გაზეთი შექმნეს.
მათ მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება საინტერესოდ წარადგინეს. ბავშვებმა, ასევე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მწერლის შემოქმედებიდან ნაწყვეტები და ბრძნული გამონათქვამები.
„მოსწავლეები საინტერესოდ წარმოაჩენდნენ. მწერლის როლს მე-19 საუკუნის საქართველოში. მათ კლასში გააჟღერეს მწერლის უკვდავი იდეები და ამ იდეების როლი დღევანდელ საქართველოში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ხელმძღვანლი იყო ქართული ენისა და ლიტერეტურის პედაგოგი ელდინო იობაშვილი, რომელიც როგორც გვიყვებიან, საინტერესო ღინისძიებებს სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს.
ღონისძიების ხელმძღვანელს და მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა - რაულ გულბანმა და პედაგოგებმა მადლობა გადუხადეს საინტერესო ღონისძიებისთვის და წარმატება უსურვეს მათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.