სიახლეები
სიახლეები

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
24-12-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში ფუნქციონირებს 41 სტრუქტურული ერთეული, 77 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფით 1575 აღსაზრდელით, 464,25 საშტატო ერთეულზე დასაქმებული 528 მუშაკით.

2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით 1 აღსაზრდელზე დღიური კვების ღირებულება შეადგენდა 4.20 ლარს. სასწავლო წლის პირველი ნახევარში კვების დღიურმა ღირებულებამ შეადგინა 3,62 ლარი. მიმდინარე წელს კვების მუხლში გამოყოფილი თანხა სრულად საკმარისი აღმოჩნდა მთელი წლის კვების საჭირო პროდუქტების შესაძენად, 2025 წლისთვის აღნიშნული რაოდენობის რესურსი საკმარისი იქნება კვების პროდუქტების მთელი წლის მარაგის შესაძენად.

შერეულ ჯგუფებში ბავშვთა ზღვრული რაოდენობა 15-ია, უმრავლეს სოფლის ბაღში კი 25-30 აღსაზრდელია, რის გამოც ახალი ჯგუფების გახსნის აუცილებლობა დგება.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, ასევე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისათვის ჯანმთელობის ხელის შეწყობის მიზნით, საჭიროა სამედიცინო დაზღვევის რესურსის არსებობა. რომლისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტში რესურსი გათვალისწინებულია“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება