TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

თბილისის N166 სკოლაში, „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ ფარგლებში, მორიგი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა
20-12-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, ერთ-ერთი მსგავსი პროქტი - „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გახლავთ. მის ფარგლებში მე-10 კლასში, მასწავლებელი- ლალი ტურიაშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. იაკობ ხუცესის თხზულების - „შუშანიკის წამების“ შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს მიეცათ დავალება, თითქოს ისინი არქეოლოგიურ გათხრაში მონაწილეობდნენ, აღმოაჩინეს და „შუშანიკის წამება“. მათ აღმოჩენილი არტეფაქტებიდან გამომდნარე, კვლევა უნდა ჩაეტარებინათ.

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, შეიქმნა არქეოლოგთა, ისტორიკოსთა, ლიტერატორთა, ჟურნალისტთა ჯგუფები, შემდეგ მოიწვიეს ერთ-ერთი ტელევიზია, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი აღმოჩენებისა და კვლევის შედეგების შესახებ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო თხზულების სიღრმისეულად შესწავლას და ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: მედიაწიგნიერება, თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კვლევა, პრეზენტირება.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა ჯგუფის მიერ სკოლაში ხორციელდება პროექტ „მედიაწიგნიერების გაკვეთილები", რომლის მთავარი მისია უწყვეტი განათლების ხელშეწყობაა. მედიაწიგნიერება ხელს უწყობს განსჯისა და კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალური უნარების განვითარებას და ეხმარება სწავლის ჩარჩოს აგებაში, ის საფუძველს უყრის ადამიანის მუდმივ კარიერულ ზრდასა და ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბებას. მედიაწიგნიერების კომპეტენცია აფართოებს სწავლას ფორმალური სასწავლო გარემოს ფარგლებს მიღმა და აყალიბებს ისეთ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია თვითმართული ძიებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. მედიაწიგნიერება ზრდის ჩვენს კომპეტენციას ინფორმაციის შეფასების, მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით. მედიაწიგნიერი ადამიანი განსაზღვრავს ინფორმაციის საჭიროებას; მსჯელობს და მონაწილეობს დისკუსიაში; თანატოლებთან ჯგუფური მუშაობისას განსაზღვრავს საჭირო ინფორმაციას, აყალიბებს კითხვებს, იკვლევს ინფორმაციის ზოგად წყაროებს შესასწავლი საკითხის უკეთ გასაცნობად; აცნობიერებს, რომ არსებული ინფორმაცია შესაძლოა გაერთიანდეს საწყის (ორიგინალურ) მოსაზრებებთან, ექსპერიმენტთან/ან ანალიზთან და შესაძლებელია შეიქმნას ახალი ინფორმაცია. დღევანდელ სამყაროში რთულია იყო წარმატებული, აქტიური, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, თუ არ იცი, როგორ იპოვო, აირჩიო, შეაფასო, გაფილტრო, გადაამოწმო, შექმნა, გაავრცელო და მოიხმარო ინფორმაცია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება