მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნებში ღია გაკვეთილები ტარდება, რომლებსაც ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს.
მათ შორის, მე-12 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში თემაზე - „ქალაქური პრობლემები“, რომელსაც მასწავლებელი ბესიკ ბესელია ხელმძღვანელობა.
გაკვეთილის მიზანი იყო - ურბანიზაციისა და ქალაქების თანამედროვე პრობლემების გაცნობა, ქალაქებში გამონაბოლქვის დონეზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა.
გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. განიხილეს კოგნიტური დიაგრამა (არალინგვისტური - თევზის ფხა). გაეცნენ პროგრამას - „ოქტომბერი ქალაქში“ და „ჭკვიანი ქალაქის“ მახასიათებლებს. ისაუბრეს ქალაქების თანამედროვე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია პლაკატებით.
ღია გაკვეთილს სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.