მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო მე-2 კლასში ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილი.
გაკვეთილს, რომლის თემა „shapes and colors“ იყო, პედაგოგი თამილა ხინკილაძე ხელმძღვანელობდა. მან ბავშვებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
გაკვეთილი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. პედაგოგმა მოსწავლეებს აჩვენა სხვადასხვა ფიგურა. მოსწავლეები ინგლისურად პასუხობდნენ თუ რა ფერის იყო ესა თუ ის ფიგურა.
„მათ წაიკითხეს ნასწავლი სიტყვები, მოისმინეს სიმღერა ფერებზე და თან იმღერეს, შემდგომ კი გამართეს დიალოგი“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება
ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა