მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ქეთევან ხიციშვილმა, V კლასში (კლასის დამრიგებელი დარეჯან პაპიაშვილის ჩოხელი) განახორციელა მნიშვნელოვანი და შემოქმედებითი პროექტი თემაზე - „მინერალები.“
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი და ამოცანები იყო მოსწავლეებისთვის დედამიწის აგრეგატებისა და მინერალების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ასევე, კვლევითი უნარების განვითარება და სამეცნიერო მასალებთან მუშაობის გამოცდილების მიღება, მინერალების მნიშვნელობისა და მათი მრავალფეროვანი გამოყენების გაცნობიერება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა მინერალზე, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და გააცნეს თანაკლასელებს. ისინი დეტალურად გაეცნენ მინერალების კლასიფიკაციას (ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მინერალები) და მათ პრაქტიკულ გამოყენებას როგორც საიუველირო ნაწარმის შექმნაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში, განიხილეს მინერალების მოპოვებისა და გამოყენების ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა და შეიმუშავეს საინტერესო მეთოდი მინერალების მდგრადი მოხმარების შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა თავიანთი პრეზენტაციები წარადგინეს კლასში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და კლასის დამრიგებელი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულ დღეს, თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინა ინდივიდუალური უნარ-ჩვევები და დიდი მონდომება. მათი ნამუშევრები გამოირჩეოდა თემატურ სიღრმითა და შემოქმედებითობით.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორმა , ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეებს და აღნიშნა პროექტის მნიშვნელობა, როგორც საგანმანათლებლო, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები.
„მოსწავლეებმა მიიღეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა მინერალების შესახებ. მათ ასევე, განუვითარდათ კვლევითი უნარები, პრეზენტაციის მომზადების და საზოგადოებაში წარდგენის გამოცდილება. გაიზარდა მათი ცნობიერება მინერალების პრაქტიკული და კულტურული ღირებულების შესახებ. გაძლიერდა კლასში თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი.
ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორც საგანმანათლებლო, ისე სასწავლო პროცესის შემოქმედებითი განვითარების მიმართულებით და გახდა კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი სკოლის ინოვაციური საქმიანობისა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია