მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული და საინტერესო აქტივობები ეწყობა.
მათ შორის, სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, „ფიზიკურ-ქიმიური“ საახალწლო კარნავალი ჩატარდა. ღონისძიებაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლებმა მეტად საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დამსწრე საზოგადოება დაარწმუნეს, რომ ქიმია და ფიზიკა მარტო ფორმულებსა და ლაბორატორიებში კი არა, ჩვენს ირგვლივ ყველგანაა.
საღამო ქიმიისა და ფიზიკის პედაგოგების - ვერიკო ნადირაძის, ანუკი ნასარიძისა და პაატა ნადირაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.