სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ახალი წლის მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე
01-01-2025
-
+


ახალ წელს მთელი მსოფლიო განსაკუთრებულად ხვდება. მას ყველა ქვეყანაში, დიდი მოლოდინით და იმედებით ეგებებიან. ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებული სიხარულითა და დადებითი ემოციებით იმუხტებიან. ლამაზად, საზეიმოდ მორთულ ქუჩებში გადიან და ერთმანეთს, ნაცნობსა თუ უცნობს ახალი წლის შემობრძანებას ულოცავენ. ყველა ქვეყანას თავისი საახალწლო ტრადიცია აქვს, რომელსაც არც ერთ წელს არ ღალატობს. 

ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოვიძიეთ, სადაც ასევე გაგაცნობთ როგორ ჟღერს თითოეული ქვეყნის ენაზე ახალი წლის მილოცვა.


საქართველოში ახალი წელთან დაკავშირებით უძველესი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მეკვლის ტრადიცია, რისიც ქართველებს გულით სჯერათ. ამიტომ, ცდილობენ, მეკვლედ ფეხბედნიერი ადამიანი აირჩიონ. ასევე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია ჩიჩილაკი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს და მას ქართულ ნაძვის ხესაც უწოდებენ.

საქართველოში ახალ წლის მილოცვა შემდეგნაირად ჟღერს - გილოცავთ ახალ წელს!

ინგლისში დიასახლისები საახალწლოდ სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს რთავენ, ბავშვები კი ტომრებს კიდებენ, რომლებიც განკუთვნილი სანტა კლაუსის საჩუქრებისთვისაა. ინგლისურად ახალ წელს შემდეგნაირად ულოცავენ: Happy New Year!

ბერძნული ტრადიციის თანახმად, 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. იმ შემთხვევაში, თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს  ბერძნულად: Ευτυχισμένο το Νέο Έτος! 

სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობას - ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობა სათავეს სწორედ გერმანიიდან იღებს. გერმანულად კი მილოცვა ასე ჟღერს: Glückliches neues Jahr!

ესპანელები ახალ წელს გრანდიოზულად აღნიშნავენ. 31 დეკემბერი ესპანეთში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომლის აღნიშვნას ესპანელები, დილიდან იწყებენ. ახალი წელი მათთვის „იღბლიან ყურძენთან“ ასოცირდება – ეს ტრადიცია ესპანეთში უძველესი დროიდან არსებობს და მის თანახმად თუ ყურძნის 12 მარცვლის ჭამას ახალი წლის დადგომიდან 1 წუთში მოასწრებთ მთელი წელი ძალიან იღბლიანი და წარმატებული გექნებათ. ესპანურად კი საახალწლო მილოცვა ასე ჟღერს: Feliz Año Nuevo!

თურქეთში ახალი წელი ოფიციალური დღესასწაული 1935 წლიდან გახდა. ქვეყნის მოქალაქეებისთვის მხოლოდ 1 იანვარია დასვენების დღე. თურქები შობას არ აღნიშნავენ და ამ ქვეყანაში ახალი წელი 21 მარტს მოდის, როცა მუსლიმები ნოვრუზს აღნიშნავენ. თურქულად მილოცვა ასე ჟღერს: Yeni Yılınız Kutlu Olsun!

იტალიაში ახალი წლის აღნიშვნა 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს, რომელიც კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს. იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია. იტალიურად ახალი წლის მილოცვა შემდეგნაირად ჟღერს: Buon anno!

საფრანგეთში ამ დღესასწაულის მთავარი კერძი ღვინო და გამომცხვარი კერძებია. საახალწლო ნაძვის ხეს ფრანგები ნაკლებად დგამენ, ისინი უბრალოდ სახლის კარებს და ოთახებს ალამაზებენ.  ფრანგულად ახალ წელს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: Joyeux Nouvel An!

ახალი წლის დღესასწაული შვედეთში ჯადოსნურია. მათ ყველაზე გრძელვადიანი და პომპეზური არდადეგები სწორედ საშობაოდ აქვთ. სადღესასწაულო მზადება 13 დეკემბერს იწყება. ლეგენდის თანახმად, ეს არის წლის  ყველაზე გრძელი ღამე და სწორედ ამ თარიღს ემთხვევა საშობაო მარხვის დასაწყისი. შვედურად მილოცვა ასე ჟღერს: Gott Nytt År !


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

„გოზინაყს ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ“ 


წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

კონცერტის ბოლოს, კლასის დამრიგებელმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა

წესების თანახმად, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ

საინტერესო

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

„გოზინაყს ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ“ 


წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

სიახლეები
საზოგადოება