სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ქადაგებას დაესწრნენ 
23-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სკოლის დირექტორის, ლალი მელივას, მოძღვრის სპირიდონ მუმლაძისა და კატეხიზმოს მასწავლებლის ინიციატივით, თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს ესტუმრნენ.

ისინი მონასტერში წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს იმყოფებოდნენ.

„ეს განსაკუთრებული დღე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას, მოესმინათ მოძღვრის ქადაგება და მიეღოთ წმინდა ზიარება. ყოველივე ეს, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სულიერი გზავნილებით სავსე გამოცდილება გახდა.

მოძღვრის ქადაგება შეეხებოდა წმინდა ბარბარეს ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს, რომელიც თავდადებისა და რწმენის სიმბოლოდ გვევლინება.

„სწავლა-აღზრდის პროცესში ასეთი დღეები განსაკუთრებული როლს თამაშობს. მოსწავლეებმა გაიაზრეს რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის მნიშვნელობა. წმინდა ბარბარეს ცხოვრება გვახსენებს, რომ შინაგანი სიმტკიცე და სულიერი სიმაღლეები არის ჩვენი ყოფიერების ძირითადი ღირებულებები.

ასეთი დღეები ხელს უწყობს ახალგაზრდებს, შეიმეცნონ რწმენის სიღრმე და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხოლო მონასტერში ვიზიტი კიდევ უფრო ამდიდრებს მათ გამოცდილებას, აკავშირებს მათ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებთან“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება