მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ბავშვის პოვნა, რომელმაც სანტა კლაუსის ან თოვლის ბაბუის შესახებ არაფერი იცის. პატარებმა იციან, რომ მათთვის ახალი წლის ღამე ჯადოსნური იქნება და კარგი ქცევისთვის თოვლის ბაბუა ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარსაც დაახვედრებს.
ვიცით, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და საჩუქრებს ირმებისა და ელფების დახმარებით არიგებს. ასევე, ცნობილია, რომ მას ცოლი - მისის კლაუსი ჰყავს და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. თუმცა, ოდესმე გიფიქრიათ, როდის აქვს დაბადების დღე სანტას ან რამდენი წლისაა? - ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატია გაგცემთ.
ზუსტად რამდენი წლისაა სანტა?
სანტა, 2024 წლის მონაცემებით, 1754 წლისაა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, სანტა კლაუსის სახელი წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება. ის 270 წელს, ბერძნულ ოჯახში, ზღვისპირა ქალაქ მირასთან, 15 მარტს დაიბადა. დღეს ეს ტერიტორია თურქეთის ნაწილია. სანამ მას სანტა კლაუსად მოიხსენიებდნენ, საუკუნეები გავიდა. ზოგადად კი, წმინდა ნიკოლოზის სახელი ბევრ სიკეთესთანაა დაკავშირებული. ის ოჯახებს მატერიალურად ეხამარებოდა და ადრეული გადმოცემების თანახმად, მას მიეწერება აღელვებული ზღვის დაწყნარება და სიკვდილით დასჯისგან სამი უდანაშაულო ჯარისკაცის გადარჩენა. წმნიდა ნიკოლოზი მეზღვაურებისა და ბავშვების მფარველადაც მიიჩნევა.
როგორ მივიდა სამყარო წმინდა ნიკოლოზიდან თოვლის ბაბუამდე?
TIME-ის ცნობით, წმინდა ნიკოლოზის შესახებ ლეგენდა მე-16 და მე-17 საუკუნეებში მთელ ევროპაში გავრცელდა. ნიდერლანდებში წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავდნენ. ამ დღეს ვიღაც წმინდანის ტანსაცმელს იცვამდა, კარდაკარ დადიოდა და ბავშვებს პატარა საჩუქრებს ან ნახშირს უტოვებდა. ეს იმის მიხედვით, რამდენად კარგად ან ცუდად იქცეოდნენ წლის განმავლობაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ მკვლევარების აზრით, მაინც იდუმალია, როგორ დამკვიდრდა წმინდა ნიკოლოზის შესახებ გავრცელებული ლეგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში. 1770-იან წლებში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ გაზეთში მოხსენიებული იყო „წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც სხვაგვარად თოვლის ბაბუას ეძახიან“. ეს არის შეერთებულ შტატებში სანტა კლაუსის შესახებ პირველი ცნობილი მინიშნება.
ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში ბევრი შვეიცარიელი დასახლდა. ივარაუდება, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც სანტა კლაუსს ამ სახელით ვიცნობთ. უფრო გასაგები რომ იყოს, შვეიცარიელები წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავდნენ. ამას შვეიცარიულ-გერმანულის სხვადასხვა დიალექტზე Samichlaus ან Santi-Chlaus ეწოდებოდა. ამ თეორიის მიხედვით, რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, როგორ შეიძლება „სანტი-კლაუსი“ დროთა განმავლობაში „სანტა კლაუსად“ გადაქცეულიყო.
რამდენი წლისაა სანტას ცოლი, ქალბატონი კლაუსი?
ქალბატონი კლაუსი, ქმართან შედარებით, უმცროსია. ის ახლა 1142 წლისაა. საინტერესოა, რომ მისი დაბადების დღე 25 დეკემბერსაა, მაშინ, როდესაც კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სანტა კლაუსის ცოლი პირველად ფილადელფიაში მცხოვრები ქრისტიანი მისიონერის ჯეიმს რისის მოთხრობაში „საშობაო ლეგენდა“ არის ნახსენები. მოთხრობის მთავარი გმირები მოხუცი ქალი და კაცი არიან, რომლებიც, როგორც დაღლილი მგზავრები, თავს უცხო ოჯახში აფარებენ. მეორე დილით, ამ ოჯახში მყოფი ბავშვები უამრავ საჩუქარს პოულობენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?