სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „გამბედავები“, საქართველოს მასშტაბით, ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულია
24-12-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე გამარჯვებას აღნიშნავენ. 

სკოლის მოსწავლეთა გუნდი „გამბედავები“ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ჩემპიონი და სუპერფინალის გამარჯვებულია საქართველოს მასშტაბით. 

23 დეკემბერს, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სუპერფინალი გაიმართა, სადაც „გამბედავებმა“ სკოლა ასახელეს. 

„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა 2024 წელს“, - ასე აფასებს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი გამარჯვებას და დასძენს, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მეხუთეკლასელთა საუკეთესო ხუთეულისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „გამბედავებმა“ გამარჯვება მოიპოვა თბილისის თავისუფალი სკოლის საუკეთესო გუნდთან.

ორივე გუნდს ფინალში თანაბარი ქულა ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა სუპერფინალის გამართვა.

ჩვენმა „გამბედავებმა“ და ჭკვიანებმა (ახლა ეს ეპითეტი ნამდვილად უნდა გამოვიყენო) 5 შეკითხვიდან ხუთივეს სწორად გასცეს (4 -ს -- ვადამდელი) პასუხი და გაიმარჯვეს ანგარიშით 5/3.

გამარჯვებულ გუნდს 10 თებერვალს გადმოეცემა მეტად საჭირო თანამედროვე ტექნიკა.

ძალიან ამაღელვებელი იყო თამაშის დამთავრებისთანავე კონკურენტი სკოლის დირექტორის სატელეფონო ზარი, გულწრფელი მოლოცვა და საჩუქრად ტექნიკის გადმოცემის შეპირება.

უღრმესი მადლობა ბატონ ამირანსა და მის სკოლას ასეთი მეგობრული ჟესტისთვის!

წარმატებებს ვუსურვებთ მუდამ!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი, ამაყობს მოსწავლეთა წარმატებით და მათ გამარჯვებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს. 

„გილოცავთ, ჩვენო ჭკვიანებო, გამბედავებო და შეუპოვრებო ამ გამარჯვებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მთელ სკოლას და ახალ-ახალ წარმატებებს გისურვებთ ახალ 2025 წელსა და შემდგომ ცხოვრებაში!

მინდა, როგორც თქვენი ქართულის მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა, მადლიერება გამოგიხატოთ, რომ ასეთი სიხარული განგვაცდევინეთ მთელ სკოლას! ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის მეიმედებით!“,- აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება