სიახლეები
სიახლეები

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში
25-12-2024
-
+


ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ 2020 წლიდან ახორციელებს მედიაწიგნიერების პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების საკითხებზე.

მიმდინარე პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ (2023-2024 წ.წ.) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება რადიო მარნეულთან თანამშრომლობით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა შეხვედრები პედაგოგებთან და მოიცვა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა-ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის რეგიონები.

პროექტი ითვალისწინებდა მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების და ციფრული მოქალაქეობის თემაზე ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის გამოცდილების გაზიარებას, OWIS-ის (One World in Schools – „ერთი მსოფლიო სკოლებში“) მეთოდოლოგიის გაცნობას, მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტური ფილმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

თეონა ფურცხვანიძე, პროექტის მენეჯერი: „თანამედროვე განათლებაში მედიაწიგნიერებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამჭოლ კომპეტენციას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც ყოველდღიურად ვითარდება ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, გვაქვს მუდმივი კავშირი და წვდომა სოციალურ მედიასთან, ინტერნეტთან.

ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) ადამიანის უფლებების და მედიაწიგნიერების თემებზე ფლობს უნიკალურ მასალებს, ჩვენ ვიყენებთ OWIS-ის (One World in Schools) მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების მეშვეობით. აღნიშნული რესურსები ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაზე: www.literacydoc.ge, რომელთა გამოყენებაც პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ, ასევე თავადაც განივითარონ კომპეტენციები მედიაწიგნიერების მიმართულებით.

პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს წვდომა ექნებათ როგორც მასალებზე, ასევე მედიაწიგნიერების მუდლის კურსზე, რომელიც მუდამ ღიაა მსურველთათვის. კურსი მოიცავს სასწავლო ვიდეოებს და ტესტურ დავალებებს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს.“

R


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება