სიახლეები
სკოლები

„განათლების სისტემა ჩემს ქვეყანაში“ - „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია-კონკურსი გაიმართა
24-12-2024
-
+


„ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში“ უკვე მე-7 წელია ხორციელდება პროექტი - „განათლება საზღვრებს გარეშე“. ამ პროექტის ფარგლებში, სკოლა დამეგობრებულია ევროპის ხუთი სახელმწიფოს (პოლონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, უკრაინისა და მოლდავეთის) ხუთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

11 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია-კონკურსი, სახელწოდებით - „განათლების სისტემა ჩემს ქვეყანაში“.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია „ქართულ-ევროპულმა სკოლა ორნატმა“. ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსანტებს დავალებული ჰქონდათ, ინგლისურ ენაზე წარმოედგინათ პრეზენტაცია მათი ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ.

კონფერენციაზე ყველა მონაწილე ღირსეულად წარდგა და ერთმანეთზე უკეთესი პრეზენტაციები წარმოადგინა.

„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ სახელით კი მე-10 კლასის მოსწავლეები - თეკლა კიკნაველიძე და ლიზი ხუსკივაძე გამოვიდნენ. მათ მეთვალყურეობას უწევდნენ სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები- მეგი იმნაძე და თამარ თურქაძე.

მოსწავლეები საინტერესეო პრეზენტაციებით წარდგნენ და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს. 

„დიდი სიხარულითა და სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულ კონკურსში ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მათ ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...