მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სკოლის მე-6 კლასში ჩატარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი იყო.
მოსწავლეებმა, პედაგოგ შ. ჯანამიანის ხელმძღვანელობით, ნასწავლი მასალა - ნივთიერებების თვისებები, შეაჯამეს და პრაქტიკული სამუშაოები განახორციელეს.
მათ ისაუბრეს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობისა და აგრეგატული მდგომარეობის შეცვლის შესახებ, ასევე განიხილეს ფიზიკური და ქიმიური მოვლენები, ნახშირორჟაანგის წარმოება, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებები, ნარჩენების გავლენა ბუნებასა და ადამიანის ორგანიზმზე, მათი დახარისება და გადამუშავება.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის წარმოჩენას, არამედ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს