სიახლეები
სიახლეები

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები იცვლება - როგორია მთავრობის 4-წლიანი გეგმა
08-01-2025
-
+


სამთავრობო პროგრამა 2025-2028 წლის დოკუმენტში სკოლამდელი და ადრეული განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებაა საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უნდა გაუმჯობესდეს საბავშო ბაღებსი დასაქმებული პირებლის კვალიფიკაცია, შეიქმნას პლატფორმა რომელიც მათ განვითარებაზე იზრუნებს, ამასთან ანაზღაურება გახდება ღირსეული, თუმცა როდის იქნება ეს ყველაფერი ამის შესახებ დეტალები უცნობია. 

„საქართველოში პირველად განხორციელდება საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, რომლის შედეგად გაუმჯობესდება საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, დასაქმებული პირების კვალიფიკაცია და ასევე ინფრასტრუქტურა.

ყველა არაქართულენოვან სახელმწიფო ბაღში დაინერგება ბილინგვური სწავლება, რაც აამაღლებს სახელმწიფო ენის ცოდნის დონეს და ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

ბაღსა და სკოლას შორის მყარი კავშირის ჩამოყალიბების მიზნით, გაძლიერდება სკოლამდელი პროგრამა როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ჰარმონიულ გადასვლას ბაღიდან სკოლაში.

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველად დაინერგება სკოლამდელი განათლების დივერსიფიცირებული მოდელები.

დაინერგება სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემა. ამასთან, ამუშავდება მძლავრი მექანიზმი სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით. გარდა ამისა, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა დასაქმებულთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის“, - აღნიშნულია 4-წლიან სამთავრობო პროგრამაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება