სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

მათემატიკის საშინაო დავალება, რომელიც 4 ათასი წლისაა 
07-01-2025
-
+


ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებულ აშმოლის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში მოიპოვება ქალაქ ქიშში (ერაყი) აღმოჩენილი მცირე ზომის თიხის ფირფიტა, რომელიც წარმოადგენს მათემატიკის საშინაო დავალებას ძველი ბაბილონიდან. 

არქეოლოგები თვლიან, რომ მოსწავლემ ფირფიტა გამოიყენა, როგორც „წიგნაკი“ სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელად. თუმცა მან დაუშვა შეცდომა, რომელმაც დღემდე მოაღწია. ამის შესახებ LiveScience წერს. 

8,2 სმ. დიამეტრის ფირფიტაზე გამოსახულია მართკუთხა სამკუთხედი ლურსმულად მიწერილი რიცხვებით, რაც წარმოადგენს სამკუთხედის სიგრძეს, სიმაღლესა და ფართობს.

სამკუთხედის ზედა ხაზის (სიმაღლის) გასწვრივ მოსწავლემ მიაწერა - 3,75, ვერტიკალური ხაზის (ფუძის) გასწვრივ კი - 1,875. რაც ნიშნავს, რომ სამკუთხედის ფართობი უნდა იყოს 3.5156. ბაბილონელმა შეცდომით 3.1468 გამოთვალა.

ასეთი უძველესი „ჩანაწერებიდან“ რამდენიმე აღმოაჩინეს ქიშში და მეზობელ ბაბილონში. ორივე ქალაქი იყო დაწყებითი მათემატიკური განათლების ძირითადი კერა. მართალია ეს კონკრეტული ფირფიტა უკანა მხარეს ცარიელია, მაგრამ სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის შეცდომით დაწერილი დავალება მნიშვნელოვან კულტურულ განვითარებას მოწმობს: ის თუ როგორ აგროვებდნენ და გადასცემდნენ ცოდნას ადამიანები და როგორ გადადიოდა ცოდნა დამახსოვრებიდან წერილობით ინფორმაციამდე. 

აღსანიშნავია, რომ ბაბილონურ მათემატიკას ჰქონდა 60-ზე დაფუძნებული რიცხვითი სისტემა, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიყენებთ დროის საზომად - 60 წამი წუთში, 60 წუთი საათში. ამ ძველმა ადამიანებმა გაიგეს პითაგორას თეორემა ათასწლეულზე მეტი ხნის წინ, სანამ თავად ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პითაგორა სახელს გაითქვამდა თეორემით  რომ კათეტების კვადრატთა ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება