მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. მოსწავლე-მასწავლებლებმა საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მორთეს.
სკოლის დაწყებითი და მე-8 კლასის მოსწავლეებმა კი 17 იანვარს სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს.
24 დეკემბერს კი მათ, სკოლაში, ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება დევიზით, „ახალი წელი მოდის ქართული“. ღონისძიება გახსნეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ გონგლაძემ, ნუნუკა მჭედლიძემ, მარიამ ფაფაკერაშვილმა.
I, II, III, IV და V კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებაზე შესრულდა სხვადასხვა სიმღერა, ცეკვა „დავლურ-ქართული“ იცეკვეს: ბარბარე ნოზაძემ (Vკლ), ნუნუკა მჭედლიძემ (VIII კლ), ლაშა შერაზადიშვილმა (IX კლ) და მე-8 კლასის დამრიგებელმა - მაია რიჟამაძემ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს პირველკლასელებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა თოვლის პაპის გამოჩენა. მან ბავშვებს დამდეგი ახალი წელის მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
სკოლის დირექტორმა - ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს, მე-8 კლასის ხელმძღვანელს - მაია რიჟამაძეს, ასევე პირველი კლასის ხელმძღვანელს - ეკატერინე თედეშვილს, ინგა კუჭაძეს (მე-2კლასის ხელმძღვანელი), ლელა მჭედლიძე ( მე-3 კლასის ხელმძღვანელი), ციცინო ნოზაძეს (მე-4 კლასი ხელმძღვანელი), ნათია კაპანაძეს (მე-5 კლასის ხელმძღვანელი).
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა