მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თოვლის ბაბუა საახალწლო და საშობაო დღესასწაულების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულ სახელებსა და ვიზუალს ატარებენ. მისი ფესვები ხალხური ტრადიციებიდან და მითებიდან მოდის, რაც მას განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის. მოდი, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის თოვლის ბაბუას.
დავიწყოთ, ყველაზე პოპულარული სანტა კლაუსით
ამერიკა და კანადა – სანტა კლაუსი - Santa Claus. სანტა კლაუსი ტრადიციულად წითელ სამოსს ატარებს, რომელსაც თეთრი ბეწვი აქვს შემოვლებული. მას წითელი ქუდი ახურავს და შავი ჩექმები აცვია. სანტას ფესვები ნიდერლანდებშია – მისი სახელწოდება მომდინარეობს „სინტერკლაასიდან“, წმინდა ნიკოლოზის ერთ-ერთი სახელიდან. 1823 წელს დაწერილი ცნობილი პოემა - A Visit from St. Nicholas (ანუ The Night Before Christmas) მისი დღევანდელი სახის ფორმირებაში დაეხმარა. სანტა მფრინავი მარხილით მოგზაურობს და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს.
ფინეთი – იოლუპუკი - Joulupukki. იოლუპუკის სახელი ნიშნავს „შობის თხას“. ტრადიციულად მას ცხოველის ტყავი აცვია, თუმცა თანამედროვე ფინეთში ის სანტას მსგავსი წითელი ტანსაცმლითაა წარმოდგენილი. იოლუპუკი თავდაპირველად მითიური თხა იყო, რომელიც საშობაოდ სახლებს სტუმრობდა. დროთა განმავლობაში თხის კოსტიუმიანი ადამიანი ნამდვილ თოვლის ბაბუად გარდაიქმნა.
იაპონია – ჰოტეიოშო - Hoteiosho. ჰოტეიოშოს ტრადიციული იაპონური სამოსი აცვია, ხოლო მხარზე საჩუქრებით სავსე ტომარა აქვს გადაკიდებული. იაპონიაში ტრადიციული თოვლის ბაბუა ბუდისტური მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც ბავშვების ქცევას აკვირდება და მხოლოდ დამჯერს აჯილდოებს.
იტალია – ბეფანა - Befana. ბეფანა, ტრადიციული იტალიელი „ალქაჯი“, შავ კაბასა და შარფს ატარებს. ბეფანა ტრადიციულად 6 იანვარს, სამეფოთა ხსენების დღეს მოდის და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს. ლეგენდის მიხედვით, იგი სწორედ იმ დღეს მობოდიშების ნიშნად მოგზაურობს, როცა ბეთლემში სამმა მოგვმმა ჩვილი იესო მოინახულეს.
მექსიკა – ელ ნინიო დიოსი და ლოს რეიეს მაგოსი - El Niño Dios (ღვთის შვილი) და Los Reyes Magos (სამი მოგვი). მექსიკაში ტრადიციული თოვლის ბაბუა ნაკლებადაა გავრცელებული. ბავშვები საჩუქრებს იესოსგან ან სამი მოგვისგან ელოდებიან. ლათინურ ამერიკაში ქრისტიანული ტრადიციები უფრო ძლიერად დომინირებს, ამიტომ თოვლის ბაბუას მაგივრად ყურადღება იესო ქრისტეზე და ბიბლიურ პერსონაჟებზეა გამახვილებული.
გერმანია – ვაინახტსმანი და კრამპუსი - Weihnachtsmann და Krampus. ვაინახტსმანი ძალიან ჰგავს სანტა კლაუსს, თუმცა მისი სამოსი ნაკლებად ბრწყინავს. ხოლო კრამპუსი, როგორც მისი საპირისპირო პერსონაჟი, ბოროტი დემონია, რომელსაც ბავშვების დასჯა შეუძლია. ვაინახტსმანი ქრისტიანულ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ხოლო კრამპუსის ფესვები პაგანურ რწმენაშია, როგორც საშობაო „დამსჯელი“.
თოვლის ბაბუა მსოფლიოს მასშტაბით სიმბოლური პერსონაჟია, რომელიც ბავშვებისათვის სიხარულსა და იმედს განასახიერებს. თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა