სიახლეები
სკოლები

„უცნობი ბარათაშვილი“ - დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
25-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება „უცნობი ბარათაშვილი“. ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ზიზო ბურდულმა, წარუდგინა სასკოლო საზოგადოებას.

ღონისძიების მთავარი მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იყო მოსწავლეებისთვის  ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი მემკვიდრეობის სიღრმისეული შესწავლა.

ღონისძიებაზე, აქცენტი გაკეთდა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის უნიკალურობაზე, მის ფილოსოფიურ შინაარსსა და იმ გავლენაზე, რაც მისმა შემოქმედებამ ქართულ კულტურაზე იქონია.

„მან ასევე, მიზნად დაისახა მოსწავლეების კრიტიკული და ფილოსოფიური აზროვნების განვითარება, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული ლიტერატურის სიყვარულის გაღვივება“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში ამბობენ, განსაკუთრებული მონდომებით ჩაატარეს ბარათაშვილის ცხოვრებისეული დეტალებისა და მისი პოეტური მემკვიდრეობის კვლევა.

„მათ გააცოცხლეს ტატოს ფიგურა, როგორც ფილოსოფიური პოეტის, რომელიც სევდასა და ნაღველში ეძიებდა ცხოვრების არსს, რწმენასა და ყოფიერების საზღვრებს. მათი საქმიანობა ეფუძნებოდა კითხვებს: „როგორ?“ და „რატომ?“, რომლებიც, როგორც ფილოსოფიური ძიების ნიშანი, მოსწავლეთა აზროვნების გასაღებად იქცა“, - გვიყვებიან სკოლაში.

საბოლოოდ მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიცნეს მწერლის შემოქმედება, არამედ სიღრმისეულად გააცნობიერეს მისი პოეზიის ფილოსოფიური მნიშვნელობა, რომელიც აწვდენს ზღვარს ყოფასა და არ ყოფას შორის. ამ პროცესმა, როგორც ამბობენ, მათში გააღვივა ცნობისმოყვარეობა და გააძლიერა ანალიზის უნარები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა შემოქმედებითი ნამუშევარი: მოსწავლეებმა შეადგინეს ბარათაშვილის ცხოვრების ქრონოლოგია, წაიკითხეს მისი პოემები და განიხილეს მისი ნააზრევი, რამაც დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილება დატოვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე, პედაგოგები და მოსწავლეები.

დირექტორმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ეროვნული კულტურისა და ლიტერატურის გააზრებასა და ახალგაზრდების სულიერ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„უცნობი ბარათაშვილი“ შედეგიანი აღმოჩნდა არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ემოციური და ზნეობრივი გაგებითაც. ტატოს პოეზიის ღრმა სულიერება მოსწავლეების გულებსა და გონებაში დარჩება, როგორც შთაგონების და თვითშემეცნების წყარო“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგს - ზიზო ბურდულს და მოსწავლეებს ასეთი შინაარსიანი და შთამაგონებელი ღონისძიებისთვის, წარმატებები უსურვა მათ და აღნიშნა, რომ ტატოს პოეზიის მნიშვნელობა არასდროს დაკარგავს თავის სიდიადეს და თაობების სულიერი ზრდის საფუძვლად დარჩება.

მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება