მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლას აქტიური, შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
ამჯერად, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ მასწავლებლებმა - თამარ სილაგაძემ და ხათუნა ჯიქურმა ერთობლივი ინგლისურენოვანი პროექტი - Be tolerant! განახორციელეს.
პროექტის მიზანი მოსწავლეებში ტოლერანტობის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავება და სკოლებს შორის თამანშრომლობითი ურთიერთობის დამყარება გახლდათ.
გეტასა და დარბაზის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა power point-ში მომზადებული პრეზენტაციები სასკოლო საზოგადოების წინაშე ინგლისურ ენაზე წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაცია „გეტას სათემო ცენტრში“ გაიმართა. სტუმრის სტატუსით, საკითხის ირგვლივ „კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტრის“ კოორდინატორებმა გუნელ აბდულაევამ და შახლა ისმაილოვამ ისაუბრეს.
ასევე, თემასთან დაკავშირებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის - The Bridge და „იუნისეფის“ ვიდეორგოლების ჩვენება და განხილვა გაიმართა.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს სერტიფიკატები, ხოლო მოწვეულ სტუმრებსა და გეტას საჯარო სკოლის დირექტორს - ფარამაზ ჯალილოვს მადლობის სიგელები გადაეცათ.
პროექტის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.