სიახლეები
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები „გააცოცხლეს“ და შთამბეჭდავი საშემოდგომო პეიზაჟები შექმნეს
25-12-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

16 დეკემბერს, ხელოვნების მასწავლებლის - ნანა მუშკუდიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა ძალზედ საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება, რომელიც აერთიანებდა ორ მიმართულებას: „შემოდგომის პეიზაჟები“ და „გააცოცხლე ცნობილი მხატვრის ნახატი“.

პირველი მიმართულების ფარგლებში თითოეულმა კლასმა წარმოადგინა ბუნების პეიზაჟები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ფანტაზიის წახალისებას, ბავშვების მოტორიკის განვითარებას, ჯგუფური მუშაობის უნარების გამომუშავებას, რესურსების სწორად გამოყენებას და ათვისებას. კეთებით სწავლის პროცესში მოსწავლეთა პრაქტიკულ საქმიანობას და მათ აქტიურად ჩართვას.

მეორე მიმართულების ფარგლებში კი მოსწავლეებმა გააცოცხლეს ცნობილი მხატვრები და მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობების მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება, პრეზენტირება, ხელოვნების ცალკეული მიმართულებების სიღრმისეული შესწავლა. მოსწავლეებმა არა მხოლოდ გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი ნახატები, არამედ თვითონაც შექმნეს საინტერესო ნამუშევრები.

„ხაიშის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და პედაგოგებს შემოქმედებით გზაზე“,- დასძენენ სკოლაში. 

ღონისძიების მონაწილეები დასაჩუქრდნენ წამახალისებელი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება