სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროექტის ფარგლებში, იმიტირებული არჩევნები მოეწყო
25-12-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში სამოქალაქო პროექტი „არჩევნების იმიტაცია“ განხორციელდა. 

სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით და ამაია ფატულაევას მონაწილეობით, ჩატარდა თანამედროვე აჩევნების იმიტაცია.

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, მოამზადეს მასალები თუ რა პროგრამას და ცვლილებებს განახორციელებდნენ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ: სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანდაცვასა თუ ბიზნესში, დაიყნენ A B C D პარტიებად.

მასალების დამუშავების შემდეგ მე-12 კლასელებმა ჩაუტარეს ტრენინგი მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეებს.

დაიგეგმა არჩევნების იმიტაცია, შექმნეს საარჩევნო ყუთი, გამოჭრეს ბიულეტინები.

სკოლის ეზოში გაიმართა „თანამედროვე აჩევნები“, ცაკლე დაიდო საარჩევნო ყუთი, შეიქმნა კომისია, ვინც აკონტროლებდა წესრიგს, რათა გადაცდომას ადგილი არ ჰქონოდა, იყვნენ მოსწავლე ჟურნალისტები, ვინც აკვირდებოდა და იღებდა.

სათითაოდ გამოდიოდნენ სხვადასხვა კლასები, აძლევდნენ ხმას.

არჩევნემა საინტერესოდ ჩაიარა. ბოლო ეტაპზე არჩევნებში პედაგოგემაც მიიღეს მონაწილეობა, დაითვალა ხმები. ხმების დათვლის შედეგად გაიმარჯვა C პარტია „ბიზნესმა“.

„პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეს, რომ გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები,
გაიაზროს, რა არის პლიტიკური სისტემა, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები,
უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებისა თუ კანონის უზენაესობის წინაშე“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება