სიახლეები
სკოლები

ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გრანდიოზული საახალწლო კარნავალი 
25-12-2024
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად, დეკორაციებით მოირთო. საახალწლო სამზადისში მოსწავლე-მასწავლებლები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში, საახალწლო კვირეული გრძელდება. სკოლაში, გრანდიოზული საახალწლო კარნავალი წარადგინეს VII-XII კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებელმა - თეონა წიქარიშვილმა.

კარნავალი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან სახალისო და მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული, რომლებშიც ბავშვები ხალისით მონაწილეობდნენ. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

სკოლაში, კარნავალის ხელმძღვანელს, თეონა წიქარიშვილს და მის გუნდს ლამაზი დღისთვის მადლობას უხდიან.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება